ჩვენ შესახებ

ჩვენთან ყოველთვის საუკეთესო გარემოა. 2004 წლიდან, რძის პროდუქტების იმპორტიდან დაწყებული ბიზნესი, ყოველდღიურად უფრო და უფრო ვითარდება. დღეს ჩვენს დახლებზე შეხვდებით უამრავი კატეგორიის პროდუქციას, რომლებიც ხარისხითა და გემოთი აუცილებლად დაგამახსოვრებთ თავს. ასევე, აქტიურად ვუწყობთ ხელს ულაქტოზო და ორგანული პროდუქციის იმპორტს საქართველოში.

ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოში ხელი შევუწყოთ ჯანსაღი საკვების პოპულარიზაციას. ყოველდღიურად ვამყარებთ მრავალ საერთაშორისო კომპანიასთან ურთიერთობას, რადგან თქვენ ყოველთვის იხილოთ განახლებული პროდუქტებით სავსე თაროები ჩვენს მაღაზიებში.

უმაღლესი ხარისხი, უდანამატო, ბუნებრივი, გემრიელი და ჯანსაღი - ეს სწორედ ის სიტყვებია, რაც იდეალურად აღწერს ევროპროდუქტის ასორტიმენტს.