წესები და პირობები

წესები და პირობები.

აღნიშნული ვებგვერდი წარმოადგენს შპს “ევროპროდუქტის“ საკუთრებას.

მოხმარების წესები და პირობები შედგენილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

  1. შეთანხმების საგანი

1.1. შეთანხმების საგანს წარმოადგენს, “ევროპროდუქტის“ მიერ მის ვებგვერდზე წარმოდგენილი  პროდუქციის თქვენთვის სასურველ ადგილზე მიტანის მომსახურება, რის სანაცვლოდაც იხდით წინასწარ განსაზღვრულ თანხას.

1.2. მომსახურების მიმწოდებელს აქვს უფლება ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება fromeuroproduct.ge ს მომსახურებაში.

1.3. მომსახურების მიმწოდებელს აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს შეთანხმების გამოყენების პირობები, და ამასთან არ არის ვალდებული შეატყობინოს მომსახურებით მოსარგებლეს.

  1. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია

2.1. მიიღოს შეკვეთა და შეასრულოს თქვენი შეკვეთა თუ აქვს საკმარისი მარაგი.

2.2. შეკვეთის მიღებიდან 1-3 დღის განმავლობაში მოგიტანოთ პროდუქტი მითითებულ მისამართზე.

2.3. იზრუნოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვაზე.

2.4. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციის მიწოდება მითითებულ მისამართზე არ განხორციელდება „ევროპროდუქტის“ მიზეზით, დაუბრუნოს მომხმარებელს უნაღდო ანგარიშსწორებით შეკვეთისას გადახდილი თანხა 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

2.5. მიაწოდოს მომხმარებელს ხარისხიანი, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვით დამზადებული პროდუქტი.

  1. მომსახურებით მოსარგებლე ვალდებულია

3.1. მიაწოდოს „ევროპროდუქტს“  ზუსტი მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ტელეფონის ნომერი).

3.2. დროულად გამოართვას შეკვეთა „ევროპროდუქტის“  წარმომადგენელს.

3.3. განახორციელოს უნაღდო ანგარიშსწორება საკუთარი საბანკო ბარათით.

  1. შეკვეთის და გადახდის წესები

4.1. ადგილზე მიტანის სერვისის სარგებლობისთვის უნდა მიუთითოთ უბანი/რაიონი, ქუჩა, შენობსის მისამართი.

4.2. აირჩიეთ პროდუქტი/პროდუქტები სურვილისამებრ. არჩეული პროდუქტი ავტომატურად მოთავსდება კალათაში. საფასურში ავტომატურად აისახება მიტანის სერვისის ღირებულებაც.

4.4. სურვილის შემთხვევაში კომენტარის ველში შეგიძლიათ დამატებით ჩაწეროთ მისამართთან დაკავშირებული დეტალები (მაგ. სადარბაზო კარის კოდი), კერძთან დაკავშირებული კომენტარი ან სხვა შეკვეთის
შესრულება-მოწოდებისათვის საჭირო ინფორმაცია.

4.5. შეკვეთის დამადასტურებელი შეტყობინება გამოჩნდება თქვენს ეკრანზე.

4.6. ვებგვერდზე მოცემული ფასები მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს.

4.7. ვებგვერდზე მოცემული ფასები შეიძლება შეიცვალოს დროთა განმავლობაში.

4.8. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ზემოთ აღნიშნული შეკვეთის წესის გარდა, სხვა გზით განხორციელებული შეკვეთების თაობაზე.

4.9. „ევროპროდუქტის“ მიერ შეკვეთისას გადახდილი თანხის დაბრუნება ხორციელდება მხოლოდ სერვისის მიუწოდებლობის შემთხვევაში და იმ შემთხვევებში, რომლებიც განხილულია „დაბრუნების პოლიტიკაში“. მომხმარებლის მიერ შეკვეთის პოსტ-ფაქტუმ გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებელს გადახდილი თანხა არ დაუბრუნდება. თანხის დაბრუნება ხორციელდება მხოლოდ იმავე ანგარიშზე დაბრუნებით.

დასკვნითი დებულებები

5.1. იმ შემთხვევაში, თუ ამ ხელშეკრულების რომელიმე პუნქტი წინააღმდეგობაში მოვა კანონთან, ან სხვა სამართლებრივი აქტების მიღების შემთხვევაში, მოცემული
ხელშეკრულება არ უქმდება. მომსახურების მიმწოდებელი იღებს პასუხისმგებლობას, შეუსაბამო პუნქტი შეცვალოს ახლით.

5.2. ხელშეკრულების თავების გამოყენებული სათაურები განკუთვნილია მხოლოდ ტექსტის კითხვის გასაადვილებლად და არ გააჩნია იურიდიული განმარტების არსი.

5.3. მოხმარების წესები და პირობები ნებისმიერ მომხმარებელზე მოქმედებს თანაბრად. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი სერვისის ხარისხზე და გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება ჩვენი მომსახურების შესახებ.